ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის და საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის ერთობლივი კვლევით დადგინდა, რომ ამერიკელ სკოლის მოსწავლეებში თამბაქოს პროდუქტების მოხმარება 25-წლიან მინიმუმამდე შემცირდა.
კვლევის თანახმად, გასულ ოცდაათ დღეში თამბაქოს პროდუქტი სულ მცირე ერთხელ 2.25 მილიონმა მოსწავლემ მოიხმარა, როცა გასულ წელს ეს მაჩვენებელი 2.8 მილიონი იყო.
როგორც ჩანს, კლების უდიდესი ნაწილი იმ მოსწავლეებზე მოდის, რომლებიც ელექტრონულ სიგარეტს მოიხმარდნენ, რადგან ამ ადამიანების რიცხვმა ერთბაშად ნახევარი მილიონით იკლო. დემოგრაფიული კატეგორიზაციის მიხედვით, ყველაზე დიდი კლება ქალების და ლათინურამერიკული წარმომავლობის მოსწავლეთა ჯგუფში დაფიქსირდა.
როგორც CDC-ში და FDA-ში ფიქრობენ, თამბაქოს პროდუქტების მოხმარებამ, უმეტესწილად, მედიაკამპანიების და სხვადასხვა შტატში მიღებული საკანონმდებლო გადაწყვეტილებების დამსახურებით შემცირდა.