მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ამერიკელებმა საშობაო საჩუქრებში რეკორდული თანხა დახარჯეს

5a47886fccb1c
BM.GE
31.12.17 16:00
1229
წლევანდელი შობა ამერიკელი მოქალაქეებისთვის შიძლება უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ყველაზე ძვირადღირებული აღმოჩნდეს. შვებულების დაწყებამდე ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, საშუალოდ ყველა ამერიკელი მზად იყო საშობაო და საახალწლო საჩუქრებისთვის $862 დაეხარჯა.

ამერიკის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ინსტიტუტი Gallup-ის მოლოდინით, მიმდინარე წელს აშშ-ის მოქალაქეები გასულ წელთან შედარებით საშობაო საჩუქრებში მეტ თანხას დახარჯავენ, თუმცა ზუსტი მონაცემები მხოლოდ დღესასწაულების შემდეგ გახდება ცნობილი.

2016 წელს, თითო ამერიკელმა საშუალოდ საშობაო საჩუქრისთვის $800 დახარჯა. 2007 წელს ამერიკელებმა საშობაო საჩუქრებში $866 დახარჯეს, მომდევნო წლებში აღნიშნული თანხა $700-მდე შემცირდა და 2008-2009 წლებში $616 და $638 შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები