გუშინ თბილისში ამერიკის აკრედიტაციის კომისიის აღმასრულებელი ხელმძღვანელის, კრესიმერ პალისკის ქართველ აუდიტორებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც საქართველოში ჰოსპიტლების აკრედიტაციის პროცესის მიმდინარეობა განიხილეს. აღსანიშნავია, რომ ამერიკის აკრედიტაციის კომისია საქართველოში 50-მდე კლინიკის აკრედიტაციას ახორციელებს. თითქმის ყველა მათგანში უკვე ჩაატარა წინასწარი შეფასება და კლინიკებს შესაბამისი რეკომენდაციებიც მისცა. ამ ეტაპზე ინტენსიური ტრენინგები და საორიენტაციო შეხვედრები მიმდინარეობს, საბოლოო მიზანი კი კლინიკების აკრედიტაციის პროცესის 31 დეკემბრამდე დასრულებაა.