მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამერიკის ავიახაზები მგზავრების თვითმფრინავში დაყოვნების გამო $4.1 მილიონით დაჯარიმდა

American Airlines

აშშ-ის სატრანსპორტო დეპარტამენტმა “ამერიკის ავიახაზები” (American Airlines) $4.1 მილიონით დააჯარიმა - მიზეზი საფრენ ბილიკზე ათასობით მგზავრის რამდენიმე საათიანი უკანონო დაყოვნება გახდა. 

ავიაკომპანიის მიერ გადახდილი $4.1 მილიონიდან $2.5 მილიონი დაზარალებული მგზავრების კომპენსაციას მოხმარდება. 

Reuters-ის ცნობით, ამერიკის სატრანსპორტო დეპარტამენტის გამოძიებამ გამოავლინა, რომ 2018-21 წლებში “ამერიკულმა ავიახაზებმა” მგზავრები საფრენ ბილიკზე ხანგრძლივი დროით 43 შემთხვევაში დააყოვნა და თვითმფრინავის დატოვების უფლება შეუზღუდა, რითაც სატრანსპორტო დეპარტამენტის გადადებული ფრენების პროტოკოლი დაარღვია. 

43 ფრენიდან ერთ-ერთზე ავიაკომპანიამ ვერ უზრუნველყო მგზავრების საკვებითა და წყლით მომარაგებაც, რაც ასევე პროტოკოლის ნაწილია. 

აღსანიშნავია, რომ დაყოვნებული ფრენების უმრავლესობა დალასის Fort Worth აეროპორტში იყო დაგეგმილი. ავიაკომპანიისგან დაზარალებულად სულ 5 821 ადამიანი ცნეს. 

თავად “ამერიკული ავიახაზების” ცნობით კი ფრენების გადადება/დაყოვნება გაუარესებულ ამინდთან იყო დაკავშირებული და მათი რაოდენობა კომპანიისა და მისი რეგიონული პარტნიორების მიერ განხორციელებული 7.7 მილიონი ფრენის 0.001%-ს შეადგენს. 

ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც American Airlines მგზავრების საფრენ ბილიკზე დაყოვნების გამო დაჯარიმდა. ჯერ კიდევ 2016 წელს სატრანსპორტო დეპარტამენტმა კომპანია $1.6 მილიონით დააჯარიმა, თუმცა $4.1 მილიონიანი ჯარიმა რეკორდულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები