მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ამერიკის ეკონომიკა, წლის მესამე კვარტალში, ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად გაიზარდა

581472f38cd6a
BM.GE
29.10.16 14:00
1441
ამერიკის ეკონომიკა წლის მესამე კვარტალში ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად გაიზარდა. მსოფლიოს ნომერ პირველი ეკონომიკის ზრდამ სამ თვეში 2,9% შეადგინა, რაც პროგნოზზე 0,4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

BBC წერს, რომ ეკონომიკური მაჩვენებლები კიდევ უფრო გაზრდიან მოლოდინს ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ საპროცენტო განაკვეთების შესაძლო აწევასთან დაკავშირებით. გამოცემა ვარაუდობს, რომ განაკვეთები წლის ბოლოსთვის შეიცვლება.

თუმცა აღსანიშნავია, რომ სამომხმარებლო ხარჯები, რაც ამერიკის ეკონომიკური აქტივობის 2/3-ს წარმოადგენს, წლის პირველ ნახევარში შემცირდა. ივლისი-სექტემბრის პერიოდში ზრდა 2,1%-მდე შემცირდა, - შედარებისთვის მეორე კვარტალში ზრდა 4,3%-ს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები