ამერიკის ეკონომიკამ აგვისტოში 156 000 სამუშაო ადგილი შექმნა, რაც წინა თვესთან შედარებით შემცირებული მაჩვენებელია და პროგნოზსაც ჩამორჩება.
ანალიტიკოსები შტატებში დამატებით 175 000-დან 185 000-მდე სამუშაო ადგილის შექმნას პროგნოზირებდნენ. ამასთან, ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი ივლისში 4,4%-მდე გაიზარდა. ამავე პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებში 189 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა.
აგვისტოში ამერიკაში ყველაზე მეტი სამუშაო ადგილი სამშენებლო და სამეწარმეო სექტორებში შეიქმნა. ქვეყნის შრომის დეპარტამენტის მონაცემებით, გასულ თვეს სამშენებლო სექტორმა დამატებით 28 000 სამუშაო ადგილი შექმნა, ჯანდაცვამ კი 20,200.

























