ამერიკის ხმის ჟურნალისტებმა და მათმა პროფკავშირებმა ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.
სარჩელში ნათქვამია, რომ აშშ-ის მიერ დაფინანსებული საინფორმაციო სააგენტოების დახურვა კონსტიტუციის პირველი შესწორებით გარანტირებულ სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს.
სარჩელი სასამართლოს სთხოვს გააუქმოს გადაწყვეტილება აშშ-ს გლობალური მედიის სააგენტოს დახურვის შესახებ, რომელიც აფინანსებს ამერიკის ხმას და სხვა მედიასაშუალებებს.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 14 მარტს ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც შემცირდება 7 ფედერალური სააგენტო. მათ შორის USAGM, რომლის შემადგენლობაშიცაა "რადიო თავისუფლება" და "ამერიკის ხმაც".