მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამერიკის მწვანე ბარათის ლატარია - რა ხდება მოგების შემდეგ?

BM.GE
26.10.21 13:03
1470
ყოველწლიურად უამრავი ადამიანი ცდილობს გათამაშებაში მონაწილეობის მიღებას და Green Card-ის მოგებას. შესაბამისად, ინტერესი დიდია და ყოველ სეზონზე კიდევ უფრო იზრდება, ჩნდება უამრავი კითხვაც. მწვანე ბარათის გათამაშება 1990 წლის საიმიგრაციო კანონით დაარსდა და სახელმწიფო დეპარტამენტი მას წელიწადში ერთხელ ატარებს. ყოველწლიურად, 550 000 საიმიგრაციო ვიზა გაიცემა, რისი მიზანიც აშშ-ის მოსახლეობის მრავალფეროვნების შენარჩუნება და სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის ლეგალურად ცხოვრების უფლების მინიჭებაა. მწვანე ბარათის მფლობელები აშშ-ის მუდმივი რეზიდენტები ხდებიან და უფლება ეძლევათ იცხოვრონ და იმუშაონ ლეგალურად, ისარგებლონ სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევით, მიიღონ კრედიტი შეღავათიანი პირობებით და ჰქონდეთ აშშ-ის სოციალური დაზღვევის ნომერი. თუმცა, როგორც ეს ხშირ შემთვევაში ჰგონიათ, მწვანე ბარათის მიღება არ ნიშნავს მოქალაქეობის მიღებას. ეს ბევრად რთული და ხანგრძლივი პროცესია. რა მონაცემებია საჭირო აპლიკაციის შევსებისას? როგორია მიმდინარე წლის აქტივობა? და რა ხდება მოგების შემდეგ?

სტუმარი: ნიკო გოგოლაძე - Turebi.ge, დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები