მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ამერიკის ნავთობის რეზერვების მაჩვენებელი რუსეთისა და საუდის არაბეთის მაჩვენებელს აღემატება

577c9ef84bd3c
BM.GE
06.07.16 09:58
1656
აშშ-ის ნავთობის რეზერვების მოცულობამ რუსეთისა და საუდის არაბეთის მაჩვენებელს გადააჭარბა,- აღნიშნულია საკონსულტაციო კომპანია Rystad Energy-ის ანგარიშში.
ნორვეგიული კომპანიის ექსპერტებმა დაადგინეს, რომ აშშ-ის ნავთობის რეზერვები 264 მილიარდი ბარელს შეადგენს, როდესაც რუსეთის მაჩვენებელი 256 მილიარდ ბარელს არ აღემატება, ხოლო საუდის არაბეთის - 212 მილიარდ ბარელს.

რეზერვების ნახევარზე მეტი არატრადიციული ფიქალის ნავთობიდან მოდის, რომელიც 2025 წლის შემდეგ იქნება წარმოებული, ანუ გრძელვადიან პერსპექტივაში. ტეხასის შტატის რეზერვებმა 60 მილიარდი ბარელი შეადგინა.

ამოსაღები მარაგების გაზრდას Rystad Energy-ის ანალიტიკოსები ახალ ტექნოლოგიებსა და სპეციალიზებული საწარმოების დანერგვას უკავშირებენ.

საკონსულტაციო კომპანიის შეფასებით, მსოფლიოს ნავთობის რეზერვები 2 ტრილიონი ბარელია. ეს 70-ჯერ მეტია, ვიდრე მსოფლიო წარმოების მოცულობა, რომელიც წელიწადში 30 მილიარდი ბარელით განისაზღვრება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები