მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამერიკის საელჩო ფულბრაიტის სპეციალისტთა პროგრამას აცხადებს - დეტალები

usa

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის ფულბრაიტის სპეციალისტთა პროგრამას აცხადებს, რომლის ფარგლებშიც, საქართველოში მოქმედ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის სასურველ დარგში მოქმედი ამერიკელი სპეციალისტები მოიწვიონ - ინფორმაციას ამის შესახებ საელჩო ავრცელებს.

პროგრამა 2025 ფისკალური წლის განმავლობაში ჩატარდება, მონაწილეობის მსურველებმა კი პროგრამის აღწერა და აპლიკაცია წინასწარ უნდა წარადგინონ პორტალზე: Fulbright Specialist Program Portal

განცხადებების მიღება 31 ოქტომბრიდან დაიწყო და 2025 წლის 12 სექტემბრამდე გაგრძელდება. განცხადებების შეფასება კი, პირველ ეტაპზე, 1 მაისიდან დაიწყება, მეორე ეტაპზე კი - 12 სექტემბრიდან.

ორგანიზაციებმა სპეციალისტების მოსაწვევად უნდა წარადგინონ პროექტის აღწერილობა, მიზნები, ხანგრძლივობა და სხვა ლოგისტიკური ინფორმაცია.

ფულბრაიტის პროგრამა 24 ინდუსტრიას მოიცავს, პრიორიტეტულ მიმართულებებად მიჩნეულია: კიბერუსაფრთხოება და IT, სტიქიის მართვა, ანტრეპრენერობა, გარემოს მდგრადობა, მედია წიგნიერება/დეზინფორმაციასთან ბრძოლა, საჯარო ადმინისტრირება, საჯარო/გლობალური ჯანდაცვა, STEM და დემოკრატიული პროცესებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: ge.usembassy.gov/fulbright

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები