მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ამერიკის სავაჭრო პალატა უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვას ეწინააღმდეგება

593fc700ea648
სალომე მეცხვარიშვილი
13.06.17 15:21
1681
ამერიკის სავაჭრო პალატა უცხოელებზე მიწის მიყიდვასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ჩანაწერს მკვეთრად ეწინააღმდეგება. ამის შესახებ "საქმის კურსს" პალატის ხელმძღვანელმა მაიკლ ქოვგილმა განუცხადა.

"ჩვენ გვყავს ბევრი წევრი, რომლებიც ფლობენ მიწას სრულად ან ნაწილობრივ და ამიტომ, ისინი საკუთარ სამომავლო ინვესტიციებს შეაჩერებენ. სასოფლო სამეურეო მიმართულებას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ამ ქვეყანაში. ამიტომ, ვფიქრობ, ამ აკრძალვას ცუდი გავლენა ექნება ქვეყანაზე და ეს არის ცუდი გზავნილი არამხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ფულის ჩადება სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით სურთ, არამედ ყველა სხვა ინვესტორისთვისაც",- აცხადებს მაიკლ ქოვგილი.

როგორც პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განცხადა, კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება არ იქნება შესაძლებელი იმ პირზე, ვისაც არ გააჩნია საქართველოს მოქალაქეობა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები