ამერიკის სავაჭრო პალატამ, პარტნიორ კომპანიებთან ერთად, მადლიერების დღე აღნიშნა. ეს ღონისძიება ყოველწლიურ ტრადიციად იქცა, რომლითაც ამერიკის სავაჭრო პალატა როგორც თავის მხარდამჭერ კომპანიებს, ისე ამერიკელ პარტნიორებს მეგობრობისა და გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის და ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავებას ხელს უწყობს.






























