მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ამერიკის ვიზა არის პრივილეგია და არა უფლება" - საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს

აშშ საელჩო

თქვენი დაკავების, ან ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში, შესაძლოა, გაგიუქმდათ ვიზა - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში წერს და მოქალაქეებს ახსენებს, რომ ამერიკის ვიზა არის პრივილეგია და არა უფლება.

"ამერიკის შეერთებული შტატების კანონების დარღვევამ, შესაძლოა სერიოზული შედეგი იქონიოს თქვენს ვიზაზე. თქვენი დაკავების, ან ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში, შესაძლოა, გაგიუქმდათ ვიზა, გაგაძევონ ქვეყნიდან და ვეღარ შეძლოთ აშშ-ის ვიზის მიღება მომავალში.

დაიცავით წესები და არ დააყენოთ თქვენი მოგზაურობა რისკის ქვეშ. ამერიკის ვიზა არის პრივილეგია და არა უფლება", - წერია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაფრთხილება საელჩოს 31 ივლისსაც ჰქონდა.

"დანაშაულის ჩადენამ ვიზის გაუქმება შეიძლება გამოიწვიოს"

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები