ამერიკის ვიზა ხშირად მნიშვნელოვან პირველ ნაბიჯს წარმოადგენს ახალი შესაძლებლობებისკენ, იქნება ეს ტურიზმი, ბიზნეს საქმიანობისთვის ვიზიტი, თუ სამედიცინო მიზნებისთვის მგზავრობა. თუმცა, ბევრმა არ იცის, რამდენად მნიშვნელოვანია "ამერიკის ვიზის პროცედურების" სწორად წარმართვა, ინტერვიუსთვის მომზადება და დეტალებზე ორიენტირება. სავიზო და საიმიგრაციო პროცედურებში სპეციალიზებული კომპანია EVISA გიზიარებთ ძირითად რეკომენდაციებს, რაც დაგეხმარებათ წარმატებით გაიაროთ აშშ-ის B1/B2 ვიზის პროცესი და მიიღოთ ამერიკის ვიზა.
სწორად შეავსეთ DS-160 აპლიკაცია
DS-160 აპლიკაცია თქვენი პირველი შთაბეჭდილებაა კონსულზე. შეიძლება აპლიკაციაში დაშვებული ერთი შეცდომაც კი გახდეს ვიზაზე უარის მიღების მიზეზი. ყურადღება მიაქციეთ:
-ინგლისური ენის სწორად გამოყენებას
-ფაქტობრივ მონაცემებზე დაყრდნობას
-სამსახურის, შემოსავლების და მოგზაურობის მიზნის სწორად და თანმიმდევრულად აღწერას
ამერიკის ვიზა: დოკუმენტების სია, რომლებიც ადასტურებს თქვენს კავშირებს საქართველოსთან
ვიზის ოფიცერს სურს დაინახოს, რომ თქვენი მიზანი მხოლოდ აშშ-ში დროებითი ვიზიტია. მოამზადეთ:
-დასაქმების ცნობა ან თუ კომპანიის მფლობელი ხართ, შესაბამისი ამონაწერი რეესტრიდან
-საჯარო რეესტრიდან ამონაწერი უძრავი ქონების ფლობის შესახებ
-ოჯახის წევრების ინფორმაცია და საბუთები
-წინა მოგზაურობის მტკიცებულება (ქვეყანაში შესვლა-გამოსვლა; ვიზები)
ილაპარაკეთ მხოლოდ სიმართლე
არსებობს სიტუაციები, როდესაც აპლიკანტების ქეისში ისეთი დეტალია, რომლის გამჟღავნებაც არ სურთ. ეს შეიძლება იყოს არც ისე მაღალი შემოსავლები, არც ისეთი კარგი თანამდებობა, მცირე მოგზაურობის ისტორია და ა.შ. ზოგჯერ აპლიკანტმა შეიძლება იფიქროს, რომ კონსულს არ აქვს საკმარისი დრო ყველა დეტალი გადაამოწმოს და რა მოხდება, თუკი ამ მცირე ხარვეზს ჩემს ისტორიაში არ გამოვაჩენ. EVISA-ს სავიზო და საიმიგრაციო ექსპერტები ურჩევენ აპლიკანტებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ თქვან ტყუილი გასაუბრებისას. შეიძლება სიმართლის თქმით სულაც არ დაკარგოთ ვიზის მიღების შანსი, მაგრამ ტყუილის თქმისას ნამდვილად მაღალი რისკია, რომ მიიღოთ დისკვალიფიკაცია და აღარასდროს მოგეცეთ ამერიკის ვიზაზე განაცხადების გაკეთების შანსიც კი. თუ გსურთ „ამერიკაში წასვლა“ ეს ყველა რჩევა დაგეხმარებათ რომ მაქსიმალურად გაზარდოთ ვიზის მიღების შანსები.
თუკი ფიქრობთ, რომ თქვენს აპლიკაციაში მცირე ხარვეზებია, ჯობს უბრალოდ გაესაუბროთ სავიზო ექსპერტებს EVISA-ში და მათგან მიიღებთ ყველაზე სანდო და კომპეტენტურ რჩევებს.
ამერიკის ვიზა: რა უნდა გავითვალისწინოთ გასაუბრების დროს

იყავით ზომიერად თავდაჯერებული
ინტერვიუს დროს მნიშვნელოვანია იყოთ თავდაჯერებული, მაგრამ გულწრფელი. ნუ გასცემთ ზედმეტად გრძელ და რთულ პასუხებს. პასუხები უნდა იყოს:
-მოკლე და კონკრეტული
-მიზანმიმართული
-სიმართლეზე დაფუძნებული
ნუ იმოქმედებთ სტანდარტული შაბლონებით
ყოველი აპლიკანტი და ყოველი განაცხადი ინდივიდუალურია. ნუ იხელმძღვანელებთ მხოლოდ მეგობრების ან ნაცნობების გამოცდილებით. მაგალითად, შესაძლოა თქვენს მეგობარს კონსულმა მხოლოდ პასპორტი გამოართვა და არანაირი დოკუმენტაცია არ მოითხოვა მისგან. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენს შემთხვევაშიც არანაირი დოკუმენტაცია არ იქნება საჭირო. შეიძლება თქვენს აპლიკაციასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაუჩნდეს კონსულს და სურდეს შეხედოს როგორც სამსახურისა და შემოსავლების დოკუმენტაციას, აგრეთვე გთხოვოთ წარადგინოთ უძრავი ქონების ფლობის შესაბამისი დოკუმენტაცია.
მოემზადეთ სავარაუდო კითხვებისთვის
ვერავინ შეძლებს ზუსტად განსაზღვროს რომელ კითხვებს დასვამს კონსული, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ მოემზადოთ ყველა სავარაუდო სცენარისთვის. სავარაუდო კითხვების ცოდნა, მეტ თავდაჯერებულობას მოგცემთ, ნაკლები სტრესი კი კარგად აისახება თქვენი გასაუბრების მიმდინარეობაზე.



























