მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამერიკისა და ცენტრალური აზიის ქვეყნები/რას წარმოადგენს(C5+1) გაერთიანება?

აშშ ცენტრალური აზიის 5 ქვეყანასთან - ყაზახეთთან, ყირგიზეთთან, ტაჯიკეთთან, თურქმენეთთან და უზბეკეთთან სავაჭრო შეთანხმებას აფორმებს.როგორც ამერიკისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების (სი ხუთი პლიუს ერთი C5+1) ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ეკონომიკური თანამშრომლობა “ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის” [შუა დერეფანი] განვითარებაზე იქნება ორიენტირებული, რომლის ფარგლებშიც იგეგმება აღნიშნული მარშრუტის დაკავშირება TRIPP-თან (“ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის”), რომელიც თავის მხრივ, როგორც ცნობილია, აზერბაიჯანსა და სომხეთს დააკავშირებს.

ამის გარდა, აზერბაიჯანში მყოფი თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანთან ერთად, არ დაიშურებს რესურსებს ბაქო თბილისი ყარსის მაგისტრალის შემდგომი განვითარებისთვის/

თურქეთის პრეზიდენტი: "ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად აზერბაიჯანთან ერთად ნაბიჯები გადაიდგმება, აქ კიდევ შეიძლება გარკვეული დასკვნების გაკეთება, მაგრამ კითხვის არსს ეს არ შეცვლის."

სად არის ამ პროცესებში საქართველო და რამდენად აქტიურები უნდა ვიყოთ როცა ჩვენს გარშემო, ან სულაც ჩვენს ტერიტორიაზე გამავალ ეკონომიკურ აქტივობასთან დაკავშირებით, ჩვენს გარეშე მსჯელობენ?

სტუმრები: გიორგი ლაბაძე - ქართულ-ამერიკული თავისუფლების ალიანსის დამფუძნებელი;

გიორგი დავითაია - ქართულ-ამერიკული თავისუფლების ალიანსის დამფუძნებელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები