ამერიკაში, პანდემიის გამო ბიზნესზე დაწესებული შეზღუდვები 8 ივნისამდე გახანგრძლივდა. ეს ნიშნავს, რომ სავაჭრო ობიექტებისა და რესტორნების უმეტესობა, 2 თვეზე მეტია, სრულადაა დაკეთილი, ან შეზღუდულად მუშაობს. როგორ უმკლავდება ამერიკული ბიზნესი პანდემიას, ერთი რესტორნის მაგალითზე - „ამერიკის ხმამ“ ვაშინგტონში არსებული ვეგანური რესტორნის მუშაობის შესახებ სიუჟეტი პანდემიამდე რამდენიმე კვირით ადრე მოამზადა, პანდემიის შემდეგ კი დაინტერესდა, რა პრობლემები დგას მის წინაშე.