მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ამერიკულ დოლარს 1973 წლის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე ცუდი შედეგი აქვს

ამერიკული დოლარი

2025 წელი ამერიკული დოლარისთვის განსაკუთრებით რთულად დაიწყო, რადგან წლის დასაწყისიდან დღემდე აშშ-ის ეროვნული ვალუტა თითქმის 10.8%-ითაა გაუფასურებული, რაც 1973 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე ცუდი შედეგია. აშშ დოლარის ინდექსი, რაც ყველა ძირითადი ვალუტის მიმართ დოლარის სიმყარეს ასახავს ამჟამად 96.67-ს შეადგენს. განსაკუთრებით საგრძნობია დოლარის გაუფასურება ევროსთან მიმართებით, რომელიც უკანასკნელ პერიოდში სულ უფრო მნიშვნელოვანი სარეზერვო ვალუტის პოზიციას იძენს, 1 ივლისის მდგომარეობით ერთი ევროს ღირებულება 1.18 დოლარს შეადგენს, რაც 2021 წლის შემდეგ ევროსთან დოლარის ყველაზე სუსტი კურსია. ერთი გირვანქა სტერლინგის ღირებულება კი 1.37 დოლარამდე გაიზარდა, რაც ასევე 2021 წლის შემდეგ ყველაზე გაუფასურებული მაჩვენებელია. ამასთან, უკანასკნელ პერიოდში დოლარის გაუფასურების გაჩქარება FED-ის მმართველობის სამომავლო გაურკვევლობასთანაც არის დაკავშირებული, რაც FED-ის ხელმძღვანელის ჯერომ პაუელის მიმართ დონალდ ტრამპის კრიტიკულ პოზიციებს უკავშირდება.

დოლარის გაუფასურება პირდაპირ კავშირშია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებებთან და მის მიერ სავაჭრო ომის წამოწყებასთან, რომელსაც ეკონომისტების უკიდურესად ნეგატიურად აფასებენ.

ბოლო პერიოდში ვითარების შედარებით დასტაბილურების მიუხედავად, ის მაინც გაუფასურების ტენდენციას აგრძელებს, რაც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გაჭიანურებით, ახლო აღმოსავლეთში არსებული მდგომარეობით და ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობის დაძაბვით არის განპირობებული.

ანალიტიკოსების შეფასებით, თუკი ტრამპი მიდგომებს არ შეცვლის და სავაჭრო ომს საბოლოოდ არ შეწყვეტს, მაშინ დოლარის გაუფასურების პროცესი მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება, რასაც ნეგატიურ გავლენა ექნება როგორც ქვეყნის ეკონომიკაზე, ასევე საგარეო ვაჭრობაზე და საფონდო ბირჟაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები