მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამერიკულ ლატარია Powerball-ში $1.77 მილიარდი გათამაშდა

Powerball ლატარია

ლატარიაში Powerball, რომელიც ამერიკის 45 შტატშია ხელმისაწვდომი, მოგებიანი ბილეთი გათამაშდა. გამარჯვების ბილეთი სამხრეთ კალიფორნიაში, კერნ ქაუნთიში გაიყიდა, ეს კი პირველი შემთხვევაა, როდესაც ზედიზედ ორი მილიარდიანი ბილეთი ერთი და იმავე შტატში გაიყიდა. უკანასკნელი ადამიანი, რომელმაც 1.08 მილიარდის მოგება შეძლო, ბილეთი ასევე კალიფორნიაში 19 ივლისს შეიძინა. 

Powerball-ში გათამაშებული თანხა ისტორიაში სიდიდით მეორეა, რადგან გასულ წელს ამავე ლატარიაში 2.04 მილიარდი დოლარი გათამაშდა.

ახალ გამარჯვებულს, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, შეუძლია აირჩიოს ანაზღაურება 30-წლიანი გადასახადით ან 774.1 მილიონი დოლარის ერთჯერადი გადახდა ფედერალური გადასახადების წინ. კალიფორნია იმ შტატებს შორისაა, რომლებიც ლატარიის მოგებისას არ იბეგრებიან.