მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ამერიკული ავიაკომპანიები გერმანიის მთავრობის გეგმას აკრიტიკებენ

5db7f692ef200
მიხეილ ხაჩიძე
30.10.19 00:40
1117
ამერიკული ავიაკომპანიების, მათ შორის American Airlines-ის და United Airlines-ის აზრით, გერმანიის მთავრობის მიერ დაგეგმილი ე.წ. კლიმატის გადასახადი საერთაშორისო ხელშეკრულებებს არღვევს. ევროკომისიისადმი გაგზავნილ წერილში, Airlines for America-ს (A4A) დირექტორმა ნიკოლას კალიომ გერმანიის მთავრობის გეგმა, რომელიც მატარებლის ბილეთებზე დღგ-ის შემცირებას და ავია ბილეთებზე გადასახადის გაზრდის ითვალისწინებს, მწვავედ გააკრიტიკა. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Welt ავრცელებს.



"სარკინიგზო ტრანსპორტის დღგ-ის შემცირება ავიაკომპანიების ხარჯზე, აშშ-ევროკავშირის საჰაერო ტრანსპორტის ხელშეკრულებას არღვევს”, - ნათქვამია კალიოს მიერ გაგზავნილ წერილში. მისივე თქმით, ავიაკომპანიის ბილეთზე მომხმარებელთა გადასახადი მხოლოდ საავიაციო ღირებულების დაფარვას უნდა ემსახურებოდეს.



Airlines for America-ს (A4A) დირექტორი ნიკოლას კალიო აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილება ამოქმედდება და ავიაბილეთები გაძვირდება, პროცესი საზიანო იქნება, როგორც კომპანიებისთვის, ასევე - მგზავრებისთვისაც.


შეგახსენებთ, რომ გერმანიის მთავრობამ ინიციატივა ცოტა ხნის წინ კლიმატის ცვლილებების კამპანიის ფარგლებში წარადგინა. გადაწყვეტილებამ, რომელიც ავიაბილეთების გაძვირებას ითვალისწინებს, სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრობა უფრო პოპულარული უნდა გახადოს და ლაინერების გამონაბოლქვით გარემოს დაბინძურება შეამციროს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები