მსოფლიში ყველაზე მოთხოვნადი ბურბონის ფასი შესაძლოა, გაიზარდოს. Jim Beam-ის საწყობში, რომელიც კენტუკის შტატში მდებარეობს, მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. ძლიერმა ცეცხლმა ამ დროის მონაცემებით, 45 000 კასრი ვისკი გაანადგურა, მთლიანობაში ეს დაახლოებით შვიდი მილიონი ლიტრი ალკოჰოლური სასმელია.
ქალაქ ვერსელთან ახლოს მდებარე Jim Beam-ის ქარხანაში, ცეცხლის ლოკალიზება მეხანძრეებმა რამდენიმე საათის შემდეგ მოახერხეს. მომხდარის დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ამერიკული გამოცემების ცნობით, ხანძარი მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია.
ბლუმბერგი იუწყება, რომ კომპანიას ასობით მილიონი დოლარის ზარალი მიადგა. ზუსტი თანხები დაითვლება და უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება. სპეციალისტები პროგნოზირებენ, რომ დიდი ზარალის გამო, მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ და მოთხოვნად ბურბონზე ფასები რადიკალურად გაიზრდება.

























