ამერიკული ენერგეტიკული სექტორის მნიშვნელოვანმა მოთამაშეებმა, Black Hills-მა და NorthWestern Energy-მ გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღეს. Black Hills-ი აღნიშნული კომპანიის სრულ წილებს $15.4 მილიარდად შეიძენს და NorthWestern Energy-ს სრულად მიიერთებს. აღსანიშნავია, რომ NorthWestern-ში დაკარგული თითო აქციის სანაცვლოდ მეწილეები Black Hills-ში 0.98 აქციას მიიღებს. ცნობისთვის, ამჟამად Black Hill-ის ერთი აქციის ღირებულება $59 დოლარია.
შეერთების შემდეგ, Black Hills-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $7.8 მილიარდი გახდება. NorthWestern-ის მეწილეები კი კომპანიის აქციების 44%-ის მფლობელები გახდებიან. კომპანიის სათავო ოფისი სამხრეთ დაკოტაში, რაპიდ სითიში გადავა. Black Hills-ის აღმასრულებელ დირექტორად კი NorthWestern-ის ამჟამინდელი ხელმძღვანელი, ბრაიან ბირდი დაინიშნება. Black Hills-ის მოქმედი დირექტორი, Linn Evans-ი კი თანამდებობას დატოვებს და პენსიაზე გავა.
რეგიონული მასშტაბის ორი ენერგეტიკული გაერთიანების მიზანი ხელოვნური ინტელექტის განვითარებისაა და კრიპტოინდუსტრიის პოპულარობის ზრდის ფონზე გაზრდილი ელექტროენერგიის მოთხოვნის დაკმაყოფილებაა. არსებულ საჭიროებს კომპანიები ცალ-ცალკე ვერ პასუხობდნენ, თუმცა მათი წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ძალთა გაერთიანებით ამერიკული ენერგო-სექტორის ლიდერები გახდებიან.






















