"ქართული ოცნების" ერთპარტიული პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღეს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი, იგივე ამერიკული FARA პირველი მოსმენით მიიღო. პროექტის ინიციატორთა განცხადებით, მათ მიერ პარლამენტში წარდგენილია აშშ-ში მოქმედი FARA-ს პირდაპირი, სიტყვასიტყვითი თარგმანი და ახლა, მისი ქართულ რეალობაზე მორგება მიმდინარეობს. “ქართული ოცნების” დეპუტატი არჩილ გორდულაძე, რომელიც კანონპროექტის მომხსენებელი იყო პარლამენტში ამტკიცებდა, რომ ეს იმაზე მკაცრი კანონია, ვიდრე გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომელსაც საზოგადოების დიდი მღელვარება მოჰყვა. როგორი იქნება ამერიკული FARA ქართულად და როგორ განმარტავენ იურისტები ცვლილებებს, რომლის მიღებასაც “ქართული ოცნება” აპირებს.