მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამერიკული ღორის ხორცის მასტერკლასი კახეთში ®

616924412cab0
BM.GE
17.09.21 14:00
275
17 სექტემბერს კახეთში ამერიკის შეერთებული შტატების ხორცის ექსპორტის ფედერაციის (USMEF) ორგანიზებით ამერიკული ღორის ხორცის მომზადების მასტერკლასი ჩატარდა, რომელსაც USMEF-ის შეფ-ამბასადორი, უკრაინელი ოლეგ სტარუნი წარუძღვა.

ამერიკის შეერთებული შტატების ხორცის ექსპორტის ფედერაცია მჭიდროდ თანამშრომლობს დელიკატესების მაღაზიათა ქსელ „გასტრონომთან“, სადაც ექსკლუზიურად იყიდება როგორც ამერიკული ძროხის, ასევე ღორის ხორცის პრემიუმ ნაჭრები. სწორედ „გასტრონომთან“ კოლაბორაციით დაიგეგმა მასტერკლასი ქართველი შეფ-მზარეულებისთვის, სადაც ისინი გაეცნენ ამერიკული ღორის ხორცის უპირატესობებსა და სწორად მომზადების ტექნიკას.

ამერიკაში ბარბექიუს კულტურა მაღალ დონეზეა განვითარებული, ამიტომ ხორცის წარმოების სტანდარტებსა და ხარისხს დიდი ყურადღება ექცევა. ღორის ხორცის ხარისხის კონტროლი ღორის დაბადებიდანვე იწყება და ხორცის დახლზე მოხვედრამდე მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშაა.

ამერიკაში ძირითადად დიუროკის ჯიშის ღორს ზრდიან. აღნიშნული ჯიშის უპირატესობა მისი ხორცის გემოვნურ თვისებებში მდგომარეობს. კერძოდ კი, ხორცის მჟავა-ტუტოვანი ბალანსის მაჩვენებელი 5.7-ია, რაც განაპირობებს მის ღია ვარდისფერ შეფერილობასა და მკვრივ ტექსტურას, რომელიც კარგად იმაგრებს წყალსა და ხორცის წვენს დამუშავებისას. შედეგად, მომზადებისას ვიღებთ წვნიან და რბილ ხორცს.

ზემოჩამოთვლილი მახასიათებლები, ასევე, ხორცს აძლევს საშუალებას მარტივად ადაპტირდეს სხვადასხვა სანელებლებთან და ინგრედიენტებთან და ჰარმონიულად შეეთავსოს ნებისმიერ კერძს. ამერიკული ღორის ხორცი ასევე გამოირჩევა ნაკლები ცხიმიანობით, რაც ნაკლავიდან მეტი ხორცის მიღების შესაძლებლობას იძლევა.
ქართველ მომხმარებლებს ამერიკული ღორის ხორცის შეძენა „გასტრონომის“ მაღაზიებში შეუძლიათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები