ამერიკული კინოგაქირავების სერვისი Netflix საფრანგეთში წარმომადგენლობას ხურავს
BM.GE
25.08.16 11:08
• 1458
ამერიკული კინოგაქირავების სერვისი Netflix საფრანგეთში წარმომადგენლობას ხურავს და ნიდერლანდებში ინაცვლებს, გადაწყვეტილების მიზეზი საგადასახადო ოპტიმიზაცია გახადა. Netflix-ის ფრანგული წარმომადგენლობა 2014 წელს გაიხსნა. ამ დროის განმავლობაში სერვისმა გადასახადებში 600 000 ევრო დახარჯა. ამერიკული კომპანია ამავე დროს მხარდაჭერას გამოხატავდა ფრანგული აუდუოვიზუალური სექტორის მიმართ და შემოსავლის 2%-ს ეროვნულ კინომატორგრაფიულ ცენტრში CNC-ში რიცხავდა. ჯამში კომპანიას მეორე კვარტლის მონაცემებით 80 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, მათ შორის 34 მილიონი ამერიკაში.