მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ამერიკული ნავთობის ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა და 100 წლიან მაქსიმუმს მიაღწია

577e3a0990f04
BM.GE
07.07.16 15:11
1265
ამერიკის შეერთებული შტატების ნავთობის ექსპორტი მაისში დღეში 662 ათას ბარელამდე გაიზარდა, რაც მინიმუმ 1920 წლიდან რეკორდული მაჩვენებელია.

Reuters წერს, რომ უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანა კანადა გახდა, რომელმაც 308 000 ბარელი მიიღო. მას მოსდევს ნიდერლანდები (110 000), დიდი ბრიტანეთი (36 000), იაპონია (29 000) და იტალია (23 000). შეგახსენებთ, რომ ამერიკაში ნავთობის ექსპორტზე აკრძალვა გასული წლის ბოლოს მოიხსნა.

ტეხასური საწარმო Enterprise Products 40 წლის მანძილზე პირველი ამერიკული კომპანია გახდა, რომელმაც ნავთობის ექსპორტზე გააფორმა კონტრაქტი. მყიდველი ჰოლანდიური Vitol Group-ია. 21 იანვარს კი ევროპაში ამერიკული ნავთობით დატვირთული პირველი ტანკერი შევიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები