მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ამერიკული ორცხობილა Oreo ქართულ ბაზარზე შემოვიდა

56b739bf71483
BM.GE
07.02.16 16:30
4817
ამერიკული ორცხობილა Oreo იანვრიდან ქართულ ბაზარზე გამოჩნდა. Oreo საქართველოში კომპანია "მეგაკომ" შემოიტანა. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე, ნუკრი ვაჩეიშვილი "საქმიან დილასთან" საუბრისას აღნიშნავს, პროდუქციის ფასი საშუალო სეგმენტზეა გათვლილი.
 
"Oreo-ს საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. ეს ის პროდუქტია, რომელიც მსოფლიოში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს და 100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვფიქრობთ, რომ საკმაოდ კონკურენტუნარიანი პროდუქტი იქნება. 

იმ ფაქტორებიდან გამომდინარე, რაც ქვეყანაში ლარის კურსსთან დაკავშირებით 2015 წელს ხდებოდა, მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ ჩვენს მიერ შემოტანილი პროდუქცია არ გაგვეძვირებინა. მაქსიმალური ცვლილება, რაც ფასში აისახა 5-დან 7 პროცენტამდე იყო. ის გეგმები, რომელიც კომპანიას 2015 წელს ჰქონდა დასახული, შევასრულეთ’’-აღნიშნა ნუკრი ვაჩეიშვილმა.

ორცხობილა Oreo პირველად 1912 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოჩნდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები