მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ამერიკული საინვესტიციო ფონდის მმართველი: "სახელმწიფოსთან მოლაპარაკებები დროში იწელება"

57e2a3dd7d1cb
დავით ჯალაღონია
22.09.16 10:13
1832
საქართველოში ამერიკული საინვესტიციო ფონდის SCHULZE GLOBAL INVESTMENT-ის მმართველი დირექტორი მიხეილ ნიბლაძე ენერგეტიკულ პროექტებთან დაკავშირებით ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის ბიუროკრატიულ ბარიერებზე საუბრობს.

„ყოველთვის უჭირთ დეველოპერებს პროექტის სრულყოფილად შესრულება და ჩვენამდე მოტანა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ მათ სამწუხაროდ, გარკვეული მიზეზების გამო სახელმწიფოსთან მოლაპარაკებები დროში ეწელებათ, იგივე ელექტროენერგიის შესყიდვის პროცესთან დაკავშირებით, რაც ბუნებრივია, ჩვენი საქმიანობის განხორციელებაში ჩვენც გვაფერხებს და ჩვენს ინვესტორებსაც კითხვის ნიშნებს უჩენს“, - განუცხადა „ბიზნესკონტრაქტს“ ნიბლაძემ და დასძინა, რომ მოლაპარაკებების პროცესის შეყოვნება უარყოფითად მოქმედებს ინვესტორების მოზიდვაზე.

მისი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ძალიან საინტერესო ქვეყანაა, ჯერ მაინც არ არის ცნობილი საერთაშორისო ბაზარზე, როგორც საინტერესო საინვესტიციო ქვეყანა.

„ამას მარკეტინგი სჭირდება და ყველაზე კარგი მარკეტინგი არის პარტნიორობა სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის, როცა შეიძლება, დაანახო უცხოელ ინვესტორს, რომ საქართველოში ბიზნესის კეთება, მდგრადი განვითარების მქონე დარგებში ინვესტირება შესაძლებელია“, - აღნიშნა ნიბლაძემ.

რაც შეეხება კონკრეტულად სახელმწიფოს მიერ ელექტროენერგიის გარანტირებულად შესყიდვის საკითხს, მიხეილ ნიბლაძე მიიჩნევს, რომ ეს ტვირთი სახელმწიფომ საკუთარ თავზე სრულად უნდა აიღოს.

„სანამ თავისუფალი ბაზარი ჩამოყალიბდება, სახელმწიფომ უნდა აიღოს ეს საკითხი საკუთარ თავზე, თუ მცირე და საშუალო ჰესების განვითარება აინტერესებს, რასაც საქართველოში ძალიან სერიოზული პოტენცილი აქვს“, - მიიჩნევს მიხეილ ნიბლაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები