ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანისთვის დაწესებული სანქციების ფონზე, 2019 წლის პირველ ექვს თვეში, აზერბაიჯანსა და ირანს შორის ვაჭრობა 2.2 %/-ით გაიზარდა, - ამის შესახებ განცხადება ირანის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა გააკეთა.
ფარჰად დეჟპესენდის თქმით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში აზერბაიჯანში მოქმედი ირანული საწარმოების რაოდენობამაც მოიმატა.
”დღეს 1371 ირანული კომპანია მოქმედებს აზერბაიჯანში,” - დასძინა მან.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ აგრძელებენ მუშაობას ირანულ-აზერბაიჯანული ერთობლივი საავტომობილო ქარხნის მშენებლობის შესახებაც, რომლის პროდუქციაც, როგორც - შიდა ასევე საექსპორტო პაზრისთვისაც გაიყიდება.
როგორც ირანელი მინისტრი ამბობს, ირანი და აზერბაიჯანი ორი მეზობელი და მეგობარი ქვეყანაა, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის სფეროში.
ცნობისათვის; გასულ წელს, სასაქონლო ბრუნვამ ირანსა და აზერბაიჯანს შორის 440 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა; წელს კი, როგორც ვარაუდობენ, ის 600 მილიონს მიაღწევს.

























