მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამერიკული სტარტაპი მომხმარებლებს 55-ინჩიან 4K ტელევიზორებს უფასოდ გადასცემს

telly

ამერიკული სტარტაპი Telly თავის მომხმარებლებს 55-ინჩიან, 4K გაფართოების მქონე ტელევიზორებს უფასოდ გადასცემს.

ერთი შეხედვით, შესაძლოა, ეს ქმედება უაზროდ ჩაითვალოს, რადგან ასეულობით დოლარის ღირებულების ტელევიზორების გაჩუქებით კომპანია არავითარ პირდაპირ ფინანსურ სარგებელს არ იღებს, თუმცა საქმე ასე არ არის.

Telly-ს მიერ გაჩუქებული ტელევიზორები აღჭურვილნი არიან ორი ეკრანით, ქვედა ეკრანი შედარებით მცირე ზომისაა და ის ტელევიზორის მენიუსგან დამოუკიდებლად მოქმედებს. როდესაც ტელევიზორი ჩართულია, მაშინ ქვედა ეკრანი მომხმარებელს Telly-ს მიერ განსაზღვრულ რეკლამებს აჩვენებს. ხშირად ეკრანზე ერთდროულად რამდენიმე რეკლამა გადის, თუმცა ეს ადამიანს ხელს არ უშლის იმაში, რომ მან ძირითად ეკრანზე იმას უყუროს, რაც მას სურს.

კომპანია შემოსავალს სწორედ რეკლამების განთავსებით აგენერირებს, რადგან ტრადიციული ტელევიზიისგან განსხვავებით, Telly-ს რეკლამა მუდმივად ჩართულია, მისი თავიდან მოცილება კი შეუძლებელია, რადგან სარეკლამო ეკრანის დაფარვის შემთხვევაში, ტელევიზორი ავტომატურად ითიშება. გარდა ამისა, მას არაერთი სენსორი აქვს იმისათვის, რომ სხვა თაღლითური ქმედებისგან თავი დაიცვას. თუკი მომხმარებელი პირობებს დაარღვევს, კონტრაქტის თანახმად, მას 1,000 დოლარის ჯარიმა დაეკისრება და ტელევიზორს კომპანია უკან დაიბრუნებს.

Telly-ს ამ ინოვაციურმა პროდუქტმა CES-ის 2024 წლის კონფერენციაზე საზოგადოების ყურადღება ნამდვილად დაიმსახურა და მისი მიღების სურვილი ათასობით მომხმარებელმა უკვე გამოთქვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები