მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ამერიკულმა ტარიფებმა, Honda-ს პირველი კვარტალის საოპერაციო მოგება 50%-ით შეამცირა

ტარიფები
BM. GE
11.08.25 15:17
245

მსხვილი იაპონური ავტომწარმოებლის, Honda-ს აპრილ-ივნისის საოპერაციო მოგება 50%-ით დაეცა და $1.5 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს შედეგი კი ეკონომისტების პროგნოზზე საგრძნობლად ნაკლებია. მოგების მარჟის საგრძნობლად შემცირება ორმა ფაქტორმა, იაპონიური იუანის გამყარებამ და შტატების მიერ დაწესებულმა ტარიფებმა განაპირობა.

აღსანიშნავია, რომ აპრილ-ივნისის კვარტალში შემცირებული შემოსავლების ფონზე, Honda-მ მთლიანი წლის პროგნოზი მაინც გაზარდა. თუ აქამდე კომპანია ვარაუდობდა, რომ ტარიფებით მიღებული ზარალი $4.11 მილიარდს გადააჭარბებდა, ახლა ეს პროგნოზი $2.84 მილიარდამდეა შემცირებული. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამის მიზეზი იაპონიასა და შეერთებულ შტატებს შორის გაფორმებული სავაჭრო შეთანხმებაა. როგორც ცნობილია, თეთრმა სახლმა ქვეყანას ტარიფები 15%-მდე 23 ივლისს შეუმცირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები