მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ამიერკავკასიაში მავნე მობილური პროგრამების ყველაზე ნაკლებ შეტევას დაექვემდებარა საქართველო"

5d428966d0458
BM.GE
01.08.19 11:20
712
2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მავნე მობილური პროგრამების შეტევას მომხმარებელთა 1.52% დაექვემდბარა, მაშინ როცა აზერბაიჯანში ამ მაჩვენებელმა შეადგინა 3.12%, ხოლო სომხეთში - 2,16%. ამის შესახებ ინფორმაციას "კასპერსკის ლაბორატორია" ავრცელებს.

"2018 წელს საქართველოს იმ მობილურ მომხმარებელთა წილმა, რომლებიც დაექვემდებარნენ ვნების მომტან შეტევებს, 5.17% შეადგინა, წინა წლის 4,75%-თან შედარებით. თუ შევადარებთ, ეს მაჩვენებელი მეზობელ აზერბაიჯანასა და სომხეთში შედარებთ მცირე იყო. სომხეთში ეს მაჩვენებელი იყო 4,76%, ხოლო 2017 წელში– 4,28%, აზერბაიჯანში შესაბამისად - 2,95% და 2,59%, 2018 და 2017 წლეებში", – აღნიშნულია "კასპერსკის ლაბორატორიის" მონაცემებში.

მათივე ცნობით, 2019 წლის პირველ კვარტალში კომპანიის გადაწყვეტილებებმა მსოფლიოში 905,174 მავნე ინსტალაცია აღმოაჩინეს, რაც 95,845 პაკეტით ნაკლებია, ვიდრე – წინა კვარტალში.

"ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მობილური მავნეებისგან დაცვის პირველი საშუალებაა დანართების ჩამოტვირთვა მხოლოდ სანდო წყაროებიდან და მოწყობილობის პარამეტრებში გვერდითი წყაროებიდან პროგრამების დაყენების შესაძლებლობის გამორთვა. აუცილებელია სისტემისა და აპლიკაციების უახლესი ვერსიების განახლება და ასევე უნდა მოვერიდოთ გადასვლას და SMS-ზე, ელ-ფოსტაზე, მესენჯერეზე, სოციალურ ქსელებზე და ბრაუზერზე მიღებულ საეჭვო ფაილებზე და რა თქმა უნდა, საფრთხისაგან დაცვის საუკეთესო საშუალებაა თქვენს მოწყობილობაზე დაყენებული საიმედო ანტივირუსი", – განმარტავენ "კასპერსკის ლაბორატორიაში".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები