მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ამინდის გაუარესების შესახებ, გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილებაზე რეაგირება არავინ მოახდინა" - კერესელიძე

სტიქია

მცხეთა-მთიანეთის მხარის ყოფილი გუბერნატორის, შალვა კერესელიძის აზრით, გურიის ადგილობრივმა ხელისუფლებამ სამსახურებრივი გულგრილობა გამოავლინა, როდესაც ამინდის გაუარესების შესახებ წინასწარ გაფრთხილებაზე რეაგირება არ მოახდინა. ამის შესახებ მან

როგორც მან "ანალიტიკას" ეთერში ისაუბრა, დიდთოვლობის შემდეგ მზადება ხელისუფლებამ ასევე წინასწარ უნდა დაიწყოს.

"როდესაც ვსაუბრობ უპასუხისმგებლობაზე და სამსახურებრივ გულგრილობაზე, სწორედ ამას ვგულისხმობ: მობილურ ტელეფონზე საქართველოს ყველა მოქალაქეს მოუვიდა შეტყობინება, რომ ამინდის გაუარესება იყო მოსალოდნელი და ამას მოჰყვებოდა ქარი, თოვლი და ა.შ. მეტიც, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ადგილობრივ თვითმმართველობებს, სამხარეო ადმინისტრაციებს, სამინისტროებს, ყველას გაუგზავნა კონკრეტული ინფორმაცია ამინდის გაუარესების შესახებ. ამაზე რეაგირება ადგილობრივ დონეზე არავინ მოახდინა.

ზუსტად სტიქიის დადგომის შემდგომ იწყება თავის მართლება ხელისუფლების მხრიდან, ვითომ როგორ შესტკივათ გული თავის მოსახლეობაზე და მოქალაქეებზე. ამიტომ, როდესაც უპასუხისმგებლობაზე, გულგრილობაზე ვსაუბრობთ, პირველი ნიშანი სწორედ ესაა, რომ არც ადგილობრივმა და არც ცენტრალურმა ხელისუფლებამ ამაზე რეაგირება არ მოახდინა, მით უმეტეს როდესაც მასშტაბი ცდება მუნიციპალურ დონეს და რეგიონალურ დონეზეა პრობლემა ასული.

დიდთოვლობას ყოველთვის მოჰყვება დიდი წყალდიდობები, თუ ამას დაემატა ტემპერატურის დათბობა და ნალექების მოსვლა, კიდევ უფრო გაუარესდება მდგომარეობა. ამიტომ, ახლავე უნდა დაიწყოს მთავრობამ სანიაღვრე არხების მოწესრიგება, ნაპირსამაგრების გაკეთება, გამების, გაბიონების გაკეთება, კალაპოტების გაწმენდა და ა.შ." - აცხადებს შალვა კერესელიძე.

რამდენიმე დღეა გურიაში, იმერეთსა და აჭარაში სტიქიას ებრძვიან. დიდთოვლობის გამო რეგიონებში დახურულია სკოლებისა და ბაღების ნაწილი, სოფლების ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და წყალი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები