მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამირან გამყრელიძე: „დრიმლენდ ოაზისში“ საპანიკო არაფერია

5f4fb724367f3
თელარა გელანტია
02.09.20 19:14
920
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე იმედოვნებს, რომ ჩაქვში, „დრიმლენდ ოაზისის“ სასტუმრო-კომპლექსში ვირუსის გავრცელებას ადგილი არ ექნება.

გამყრელიძის თქმით, ადგილზე გაფართოებული ტესტირებები უკვე დაწყებულია.

„სასტუმრო „ოაზისში“, გარდა დამსვენებლებისა, არიან ჩემი კოლეგებიც. იქ მიმდინარეობს სამედიცინო კონფერენცია. მოგეხსენებათ, ერთ-ერთ ჩემს კოლეგას დაუდასტურდა ინფექცია; ის, ინფიცირებულის კონტაქტი გახლავთ და სწრაფად მოხდა მისი საავადმყოფიში გადაყვანა, ასევე, მისი ხუთი კონტაქტი კარანტინში გადაიყვანეს, კიდევ რამდენიმე პირი - თვითიზოლაციაში.

ამჟამად, „დრიმლენდ ოაზისში“ დამსვენებლების და კონფერენციის მონაწილეების გაფართოებული ტესტირება იწყება და დიდი იმედი გვაქვს, რომ ინფექციის გავრცელებას ადგილი არ ექნება და  ამ კერის ფიქსირება დროზე მოხდება. ასე რომ, იქ საპანიკო არაფერია. როგორც კი ტესტირება ჩატარდება, ყველა ადამიანს საშუალება ექნება, გააგრძელოს „ოაზისში“ დასვენება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

შეგაგხსენებთ: სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“, სადაც ექიმების 400-კაციანი კონფერენცია იმართებოდა, ერთ-ერთ ექიმს covid-19 დაუდასტურდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები