დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, covid-19-ით ინფიცირების პიკმა გადაიარა, თუმცა თვითდამშვიდების საფუძველი ჯერ მაინც არ არის. განცხადება გამყრელიძემ უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
„ინფიცირების მაჩვენებლები მცირედით იკლებს, რაც ნიშნავს იმას, რომ კლების ტენდენციაა ქვეყანაში. ეს თავის მხრივ, ნიშნავს იმას, რომ ინფიცირებული პაციენტები ვლინდებიან გაფართოებული ტესტიტრების ფონზე და პირველი ნიშნები გამოჩნდა. ეს არის შედეგი იმ შემზღუდავი შემთხვევების, რაც დაწესდა.
7 დღის ინციდენტობის მაჩვენებლით ჩანს, რომ პიკი გადავიარეთ, პიკში ვიყავით ბოლო 2 კვირის განმავლობაში და ამ მრუდზე ახალი შემთხვევების რიცხვი მცირდება. ეს არის პირველი ნიშნები, თუმცა თვითდამშვიდების საბაბი არ არის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.




























