შაბათს, 21 სექტემბერს, კინოთეატრ “ამირანში” რეჟისორ ელენე მიქაბერიძის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის “ლურჯი მოცვი” ეროვნული პრემიერა გაიმართა, რის შემდეგაც ფილმი კინოგაქირავებაში ჩაეშვა. პრემიერას არ ჩუავლია კოკა კოლას გარეშე და მთავარ მხარდამჭერებს შორის გვხვდება. კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიასთან პარტნიორობით, ფილმი “ლურჯი მოცვი” ასევე ნაჩვენები იქნება ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე (27 სექტემბერი - 3 ოქტომბერი) და ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე (4-8 ოქტომბერი). ფილმის გუნდი ასევე გეგმავს დამოუკიდებელ ჩვენებას ზუგდიდში ოქტომბრის მანძილზე.