მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამირეჯიბის გზატკეცილზე ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს - პროექტის ღირებულება ₾9 მლნ-ია

მერია
01.05.24 16:44
214

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვანი ფერდის გამაგრების მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე თბილისის მერი, კახა კალაძე იმყოფება, რომლის თქმითაც, ტერიტორიაზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო დამცავი ბადეები მოეწყობა.

„აღნიშნული პროექტი გასულ წელს დავიწყეთ. წელს დაახლოებით, 9 მლნ ლარი დაიხარჯება და ამ ფერდის ძალიან დიდი ნაწილი შეფუთული იქნება. პირველი, რაც გაკეთდა - ჩამოიყარა ის ქვები, რომელიც შეიძლება საშიში იყოს და პრობლემას წარმოადგენდეს გზის ამ მონაკვეთისთვის, შემდეგ კი ხდება ანკერული მეთოდით შესაბამისი დამცავი ბადეებით შეფუთვა, რათა გადაადგილება უსაფრთხო იყოს. ამ სამუშაოების ფარგლებში, ღამის საათებში კონკრეტული გზის მონაკვეთი იკეტება, რადგან მძიმე ტექნიკა მუშაობს. დღის განმავლობაში კი მოძრაობა ჩვეულ რეჟიმშია შესაძლებელი. ვფიქრობთ, სამუშაოები წლის ბოლოს სრულად დავამთავროთ და ის საფრთხე, რომელიც დაკავშირებული იყო კლდის აღნიშნულ ფერდთან, მოიხსნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის მეორე ეტაპის სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები