მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ამჟამად 100 000-ზე მეტი დასახელების პროდუქცია გვაქვს, რასაც ქართული ავტოპარკის მრავალფეროვნება განაპირობებს“ – „თეგეტა მოტორსი“

64a56f3f33ee3
სალომე ხიდურელი
06.07.23 01:00
462
„ტეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს საქართველოში საავტომობილო პროდუქციის ყველაზე დიდი არჩევანს სთავაზობს, - ამის შესახებ გადაცემა „BMG Auto”-ს ეთერში კომპანიის წარმომადგენლები, კონსტანტინე ფაცაცია და თენგიზ ლელუჩაშვილი საუბრობენ. მათი თქმით, ნებისმიერი ტიპის სატრანსპორტო საშუალებისთვის, მათ შორის, მსუბუქი, სატვირთო და სპეცტექნიკის, ავტონაწილების შეძენა საქართველოს მასშტაბით 28 ფილიალშია შესაძლებელი.

როგორც - „თეგეტას“ კომერციული იმპორტების სათადარიგო ნაწილების მიმართულების ხელმძღვანელი კონსტანტინე ფაცაცია აღნიშნავს, კომპანია საქართველოში 300-მდე საერთაშორისო ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია, რაც ამარტივებს წლის განმავლობაში 400 000 ადამიანისთვის მომსახურების მაღალი სტანდარტების შენარჩუნებას.

„ჩვენ ამჟამად გვაქვს 100 000-ზე მეტი დასახელების პროდუქცია, რაც განპირობებულია იმით, რომ საქართველოს ავტოპარკი ძალიან მრავალფეროვანია. ჩვენ გვყავს მანქანები ამერიკიდან, იაპონიიდან, გერმანიიდან და ა.შ. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა სათადარიგო ნაწილი ფილიალებში გვქონდეს, რათა მომხმარებლებს მომსახურება სწორ დროსა და ადგილას გავუწიოთ.

ავტომობილებს, საშუალოდ, 50 000 დასახელების სხვადასხვა დეტალი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მათ 90%-ს ვფარავთ, შეუძლებელია, ყველა პროდუქტი ადგილზე გვქონდეს. ამ გამოწვევისთვის მომხმარებელს ასეთ გადაწყვეტას ვთავაზობთ: შეგვიძლია, პროდუქცია საზღვარგარეთიდან, საშუალოდ, 3-10 დღის ვადაში ჩამოვიტანოთ“, - ამბობს კონსტანტინე ფაცაცია.

"თეგეტა მოტორსის" პროდუქტების მართვის მიმართულების ხელმძღვანელი თენგიზ ლელუჩაშვილი აღნიშნავს, რომ კომპანია ცდილობს, რეგიონისათვის ავტონაწილების მარაგები საქართველოში შეიქმნას.

„მაქსიმალურად ვცდილობთ, საქართველოს ლოგისტიკურად კარგი გეოგრაფიული მდებარეობა მაქსიმალურად გამოვიყენოთ, საგადასახადო კუთხითაც საკმაოდ უნიკალური სისტემა გვაქვს და ვცდილობთ, ჩვენი რეგიონისთვის მარაგები საქართველოში შევქმნათ.

ჩვენ უკვე ვართ გასულები რამდენიმე ქვეყანაში და გვინდა, კიდევ უფრო გავფართოვდეთ და საქართველოში დაგროვილი გამოცდილება ბევრ ქვეყანაში გავიტანოთ, მათ შორის, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ცენტრალურ აზიაშიც. სომხეთსა და აზერბაიჯანში პირდაპირი მიწოდება უკვე გვაქვს, თუმცა ამ ქვეყნებში „თეგეტა მოტორსი“ უკვე ოპერირებს და ადგილზევე შეუძლიათ პროდუქციის შეძენა“, - ამბობს თენგიზ ლელუჩაშვილი.

ავტონაწილების მრავალფეროვანი ასორტიმენტის გარდა, როგორც კომპანიის წარმომადგენლები BMG-ზე სტუმრობისას აღნიშნავენ, „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს სხვა უნიკალურ სერვისებსაც სთავაზობს, როგორიცაა, მაგალითად, „ერთი ფანჯრის პრინციპი“, რათა მომხმარებელმა ავტონაწილების შეძენისას მაღაზიიდან მაღაზიაში სიარულის პროცესი თავიდან აირიდოს, და პერსონალური მენეჯერის მომსახურება, რომელიც მანქანის გასამართად საჭირო ყველა საჭირო პროცედურას თავად უზრუნველყოფს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები