მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ამჟამინდელი მდგომარეობა მინისტრის დამსახურებაა“ - სანდრო რაქვიაშვილი რიკოთის გზაზე

6437c0d3547dd
თინათინ ნატმელაძე
13.04.23 22:32
2327
პარლამენტარმა და პარტია „გირჩის“ წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ რიკოთის გზაზე არსებული მდგომარეობა შეაფასა.

მისი თქმით, რეალური ინფორმაციის არ არსებობის გამო ყველანაირი ეჭვის გაჩენის ალბათობა არსებობს.

„ეს პროცესი არ არის გამჭირვალე, ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ადგილზე ჟურნალისტები დაიშვებოდნენ, მინისტრი ამ ცხელი წერტილიდან აკეთებდეს კომენტარს, რეალურ ინფორმაციას გვაწვდიდნენ. საჯარო რომ იყოს ყველაფერი, შესაძლოა, გავიგოთ, რომ რაღაც ისეთი გეოლოგიური ფენომენი მოხდა, რომ ეპატიებათ, თუმცა რადგან არაფერი ვიცით, ყველანაირი ეჭვი შეიძლება გაჩნდეს.

ჩვენ ინფრასტრუქტურის განვითარება მთლიანად ხელისუფლებას ჩამოვკიდეთ, ველოდებით, როდის გააკეთებენ კიდევ ერთ აეროპორტს, კიდევ ერთ ახალ გზას და ა.შ. შესაბამისად, მინისტრის დამსახურებაა ის სიტუაცია, რაც ახლა ხდება“, - განაცხადა სანდრო რაქვიშვილმა.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ამ პრობლემის მოგვარების ბევრი გზა არსებობს, თუმცა სანამ ქვეყანა არ გადაიკეტა, მანამდე ამაზე არავის საუბრობდა და საქართველო, რომელსაც თავი სატრანზიტო ქვეყნად წარმოუდგენია, მზად არ არის იმისთვის, რომ აქ ბევრი ტრაილერი შემოვიდეს.

შეგახსენებთ, 30 მარტს ჩამოწოლილი მეწყერისა და ერთ-ერთი მონაკვეთის დაზიანების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. რამდენიმე დღეში, გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, 8 აპრილს, მოძრაობა გარკვეული გრაფიკით აღდგა, თუმცა 11 აპრილს ქვათაცვენა კვლავ დაიწყო და მოძრაობაც ისევ შეიზღუდა. ამჟამინდელი მდგომარეობით კი მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება 07:00-დან 19:00 საათამდეა დასაშვები, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა 21:00-დან 06:00 საათამდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები