მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამჯერად ნუ გადადებ -  Midea Georgia-ს Trade-In კამპანია ტექნიკის განახლებას ამარტივებს

Midea Georgia-ს Trade-In
21.10.26 16:25
• 281

სახლის კომფორტზე ზრუნვა ხშირად იმ ცვლილებებით იწყება, რომლებსაც დიდი ხანია ვგეგმავთ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზით ვდებთ. ძველი კონდიციონერი, რომელიც სათანადოდ ვეღარ აგრილებს ოთახს, ან სამზარეულოს ტექნიკა, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ საჭიროებებს ვეღარ ჰპასუხობს - ვხვდებით, რომ მათი შეცვლის დროა, თუმცა მაინც სამომავლოდ გადავდებთ ხოლმე.

ახალი ტექნიკის შერჩევასთან ერთად ხომ ძველზეც უნდა ვიზრუნოთ: როგორ მოვახერხოთ მისი დემონტაჟი, სად წავიღოთ, როგორ მოვიშოროთ თავიდან ისე, რომ გარემოს ზიანი არ მივაყენოთ? ამას ემატება ახალი ტექნიკის შეძენასთან დაკავშირებული ხარჯებიც.

სწორედ ამ ბარიერების მოსახსნელად Midea-მ დაიწყო Trade-In კამპანია, მთავარი გზავნილით - „ამჯერად ნუ გადადებ - იზრუნე ახალზე დროულად, ძველზე კი ჩვენ ვიზრუნებთ! “

კამპანიის იდეა მარტივია: მომხმარებელს გაუადვილოს ტექნიკის განახლება, შეუმციროს ხარჯები და ძველ მოწყობილობასთან დაკავშირებული ყველა საზრუნავი საკუთარ თავზე აიღოს.

იზრუნე ახალზე, ძველზე კი Midea იზრუნებს

Trade-In კამპანიის ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერი ბრენდის, ასაკისა და მდგომარეობის ძველი ტექნიკა ახლით ჩაანაცვლოს და სპეციალური შეთავაზებით ისარგებლოს.

კონდიციონერის განახლებისას ბრენდი სრულ მომსახურებას უფასოდ უზრუნველყოფს - ძველი მოწყობილობის დემონტაჟსა და გატანას, ასევე ახალი კონდიციონერის მიწოდებასა და მონტაჟს. ამასთან, მომხმარებელი შოუ-რუმში უკვე არსებულ ფასდაკლებასთან ერთად დამატებით 200 ლარის ფასდაკლებასაც იღებს.

შეთავაზება ვრცელდება წვრილ საყოფაცხოვრებო ტექნიკაზეც. ძველი აეროგრილის, მიკროტალღური ღუმლის ან მტვერსასრუტის ჩაბარებისას მომხმარებელი ახალი ტექნიკის შეძენისას, ამავე კატეგორიის შერჩეულ მოდელებზე დამატებით 100-დან 300 ლარამდე ფასდაკლებას იღებს.

წვრილი ტექნიკის სურათების ჩასმა

ახალი სიცოცხლე ძველი ტექნიკისთვის

ტექნიკის განახლება მხოლოდ ახალი მოწყობილობის შეძენას არ ნიშნავს. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რა ბედი ეწევა ძველს.

სწორედ ამიტომ Midea-ს Trade-In კამპანიის მნიშვნელოვანი ნაწილია თანამშრომლობა Wasteless-თან, რომელიც ჩაბარებული ტექნიკის პასუხისმგებლობიან მართვასა და გადამუშავებაზე ზრუნავს.

ელექტრონული ნარჩენების არასათანადო განკარგვამ შესაძლოა გარემო დააზიანოს, მაშინ როდესაც სწორი გადამუშავება ხელს უწყობს ღირებული მასალების ხელახალ გამოყენებას და ნარჩენების გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას.

Midea Georgia-სა და Wasteless-ის თანამშრომლობა მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, ტექნიკის განახლებისას გარემოზეც იზრუნოს - დამატებითი სირთულეების გარეშე.

Trade-In მხოლოდ ფასდაკლების კამპანია არ არის - ეს არის Midea-ს მიდგომა, რომელიც ორიენტირებულია მომხმარებლის კომფორტზე, ყოველდღიური ცხოვრების გამარტივებასა და გარემოსადმი პასუხისმგებლობაზე.

რადგან ზოგჯერ ცვლილებისთვის საუკეთესო დრო სწორედ ახლაა.

ამჯერად ნუ გადადებ.

Midea-ს Trade-In კამპანია მოქმედებს თბილისისა და ბათუმის შოუ-რუმებში. შეთავაზების დეტალური პირობების გაცნობა შესაძლებელია Midea Georgia-ს ოფიციალურ არხებსა და შოურუმებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები