მთავრობა უკანონოდ დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მფლობელებისთვის ამნისტიის გამოცხადებას გეგმავს. როგორც ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება იმის დასტურია, რომ ქვეყანაში მიწის რეფორმის სისტემა არ მუშაობს. მათი თქმით, მიწების აღწერაზე წლების განმავლობაში საბიუჯეტო სახსრები არამიზნობრივად დაიხარჯა, პრობლემის აღმოსაფხვრელად კი ხელისუფლებას ეფექტიანი გეგმა სჭირდება.