საქართველოს პარლამენტმა სამი მოსმენით მხარი დაუჭირა „ამნისტიის შესახებ” მთავრობის ინიციატივას, რომელიც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან ათავისუფლებს იმ პირებს, რომლებმაც დანაშაულებრივი გზით მოიპოვეს და დაირეგისტრირეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.
ამნისტია გავრცელდება მხოლოდ იმ პირზე, რომელიც 2024 წლის 1 სექტემბრამდე სრულად აანაზღაურებს დანაშაულის ჩადენის შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებულ ზიანს: დააბრუნებს მიწის ნაკვეთს ან თუ ეს შეუძლებელია, გადაიხდის მის საფასურს ბიუჯეტში.
ყველა, ვისაც ამნისტია შეეხება, თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, პირობითი მსჯავრისგან, სასჯელისგან, მათ შორის, აღუსრულებელი ჯარიმისგან.
სტუმარი: თეო ზაქარაშვილი - “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მთავარი იურისტი;
#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად;