მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ამოიღეთ ხმა, ეს ქვეყანა თქვენიცაა“ - გიგი უგულავა ქართულ ბიზნესს მიმართავს

63622d82b8e62
BM.GE
02.11.22 12:35
659
ვინც დუმილს თქვენი "ბიზნესის უსაფრთხოებით" ხსნით, სწორედ მაგ ბიზნესზე დაგარტყამთ რეჟიმი, - ამ სიტყვებით მიმართავს თბილისის ყოფილი მერი, "ევროპული საქართველოს" წევრი, გიგი უგულავა ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს.

საქმე ის არის, რომ დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია კვლავ პატიმრობაში დატოვა.

"ფაბრიკა-ქარხნის, აფთიაქის, მაღაზიის თუ ტელევიზიის დირექტორი ხარ, პირველ რიგში ხარ ჩვეულებრივი შპს-ის მფლობელი/დირექტორი - ბიზნესი ბიზნესია. რატომ ჰგონია ქართულ ბიზნესს, რომ "გვარამიას საქმე" მათ არ შეეხებათ? სამართლებრივი პრეცენდენტი შექმნილია. ხვალ ვინმეს პურის ქარხანა შეუშლის ხელს, ზეგ რომელიმე მაღაზიის "შავი მილები" და საქმე უკვე აწყობილია. მომდევნო მოსამართლისთვის თქვენი ჩასმა კიდევ უფრო ადვილი იქნება ვიდრე დღეს იყო.

ეს გადაწყვეტილება არაა მხოლოდ სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ. ის გზას უხსნის ნებისმიერი ბიზნესის "სასამართლო რეკეტს". ნუ ეგონება ბიზნესს, რომ მხოლოდ პოლიტიკოსების და არასამთავრობოების საქმეა გვარამიას დაცვა. ნუ გგონიათ გულუბრყვილოდ, რომ თქვენთან არ მოვლენ. იფიქრეთ იმაზე, როცა თქვენთან მოვლენ, ხმის ამომღები აღარავინ იქნება.

იქნება თავისუფალი. ის არის თავისუფალი. თქვენ კი, ვინც თქვენს დუმილს თქვენი "ბიზნესის უსაფრთხოებით" ხსნით, სწორედ მაგ ბიზნესზე დაგარტყამთ რეჟიმი. ხმა ამოიღეთ. ეს ქვეყანა თქვენიცაა", - მიმართავს უგულავა ბიზნესს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები