ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საპრეზიდენო არჩევნების მეორე ტურში ხმა სულ 1,975,845-მა ადამიანმა მისცა, ეს ამომრჩეველთა 56.2%-ია. არჩევნების პირველ ტურში აქტივობა სულ 46% იყო.
რეგიონების მიხედვით, აქტივობა ყველაზე მაღალი - 72% ქედაში იყო, ხოლო ყველაზე მცირე 47% ყაზბეგში.
ტელეკომპანია იმედის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, სალომე ზურაბიშვილმა 58%-ით გაიმარჯვა, რუსთავი ორის დაკვეთით, კომპანია Edison Research-ის კვლევით კი ზურაბიშვილმა 55%-ით გაიმარჯვა.