მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამოქმედდება თუ არა ენეგეტიკული ბირჟა სექტემბერში?

BM.GE
04.08.22 10:21
316
სექტემბერში ქვეყანაში ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებას ვლოდებით. ბოლო განცხადებით რაც ამ თემაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გააკეთა შემდეგ თვეში ბირჯამ საქმიანობა აუცილებლად უნდა დაიწყოს. “საქართველოში ენერგეტიკული ბირჟის სრულფასოვანი ამოქმედება 2021 წლის 1-ელ ივლისს იგეგმებოდა; ის ჯერ 2022 წლის 1 იანვრამდე, შემდეგ კი 1 მარტამდე გადაიდო, თუმცა არც პირველ მარტს ამოქმედებულა. 

ბირჟის ამოქმედების დასახელებულ ტარიღამდე ერთი თვით ადრე გალტ ენ ტაგარტის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში წერია, რომ რსებობს ალბათობა, რომ მიმდინარე წლის სექტემბრიდან ენერგეტიკული ბირჟა არ ამუშავდეს. კვლევის ავტორების შეფასებით, ბირჟის ამუშავებისთვის საჭირო მარეგულირებელი ჩარჩო ჯერ კიდევ საჭიროებს დახვეწას, რის გამოც შესაძლოა, მისი გახსნა გადაიდოს. 

საინვესტიციო ბანკი აღნიშნავს, რომ სემეკ-სა და სხვა მარეგულირებლებს ესაჭიროებათ დარჩენილ ვადაში სარეგულაციო ხვრელების შესავსებად შესაბამისი აქტები მიიღონ. საჯარო განხილველი ზოგიერთ სარეგულაციო საკითხზე აგვისტოს თითქმის ყოველ დღეს არის დაგეგმილი. რამდენად საკმარისია აგვისტო იმისთვის, რომ დაგეგმილი რეფორმა ბოლოს და ბოლოს ამოქმედდეს? 

სტუმარი: ირინა მილორავა - საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები