ამსტერდამში, ეროვნული მუზეუმის წინ მდებარე წარწერა “I amsterdam”, აიღეს.
DW-ს ინფორმაციით, წარწერის მოხსნის ინიციატივა ქალაქის საბჭოში მემარცხენე პარტია GroenLinks ეკუთვნის.
მიუხედავად კრიტიკისა, ქალაქის საბჭოს წევრთა უმრავლესობამ, ორი მეტრის სიმაღლის წარწერის მოხსნას მხარი დაუჭირა.
ამასთან, როგორც პარტიაში მიიჩნევენ, სლოგანი “I amsterdam” “ძალიან ინიდვიადუალისტურია” და ის ეწინააღმდეგება “სოლიდარობასა” და “მრავალფეროვნებას”, რომელსაც ამსტერდამი მხარს უჭერს.
მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილებისა, “I amsterdam” წარწერა განახლდება და შესაძლოა, ის ქალაქის სხვა ნაწილში გადაიტანონ.