მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ამსტერდამში წითელი ფარნების კვარტალი შესაძლოა გაუქმდეს

5d1ddb3668b40
მიხეილ ხაჩიძე
04.07.19 15:00
2292
ამსტერდამში წითელი ფარნების კვარტალი შესაძლოა გაუქმდეს - ამ ინიციატივით ჰოლანდიის დედაქალაქის პირველი ქალი მერი გამოვიდა.

ფემკე სალჰემის ვერსია, პოპულარულ ქუჩაზე მდებარე ბორდელების დახურვასა და სექს–მუშაკების შუშებიან ვიტრინებში გამოჩენის შეზღუდვას გულისხმობს.

როგორც ამსტერდამის მერი აცხადებს, ბოლო პეროდში, ტერიტორია ტურისტებში იმდენად პოპულარული გახდა, რომ ეს როგორც ადგილობრივებში, ასევე თავად სექს-მუშაკებში უკმაყოფილებასა და პრობლემას იწვევს. ფემკე სალჰემის აზრით, წითელი ფარნების ქუჩის ვიტრინებში დასაქმებულებისთვის დედაქალაქის განცალკევებულ უბანში უნდა გაიხსნას ე.წ. ეროტიკული ზონა, რაც პრობლემის მოგვარებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

მერის განცხადებით, საკითხზე მთავრობაში აქტიურად იმსჯელებენ და შეჯერდებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები