მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამწის ქირაობა სრული ტექნიკური მხარდაჭერის გარეშე: მთავარი რისკები

ამწის ქირაობა სრული ტექნიკური მხარდაჭერის გარეშე: მთავარი რისკები
05.05.26 09:57
285

სამშენებლო პროცესისთვის მძიმე ტექნიკის ქირაობა ქართულ ბაზარზე გავრცელებული პრაქტიკაა. ხშირ შემთხვევაში ეს მიდგომა ლოგისტიკურად გამართლებულია. ფიზიკური აქტივის შეძენა, შენახვა და მუდმივი მოვლა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და ზოგჯერ დეველოპერისთვის უბრალოდ არარენტაბელურია. მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ამწის ქირაობასთან ზერელე მიდგომა და რისკების არასწორი მართვა შესაძლოა უფრო ძვირიც დაჯდეს, ვიდრე ამწის ყიდვა.

სათანადო ტექნიკური მხარდაჭერისა და მეთვალყურეობის გარეშე ამწის ქირაობა ხშირად გაუთვალისწინებელი ფინანსური ზარალის მიზეზი ხდება. როდესაც რეგულარულად არ მოწმდება სტრუქტურული, მექანიკური თუ ელექტრო სისტემა, იზრდება დაზიანების რისკებიც. გაუმართაობის გამო ტექნიკის გაჩერება კი ობიექტზე მიმდინარე სხვა სამუშაოების ტემპსაც აფერხებს.

კომპანიები ბილდვეი და ტორქი დეველოპერებს კოშკურა ამწის ერთობლივ მომსახურებას სთავაზობენ ამწის დაზიანების მაქსიმალური პრევენციისთვის. ბილდვეი საქართველოში ფრანგული ამწეების მწარმოებლის, პოტაინის (POTAIN) ექსკლუზიური პარტნიორია. შესაბამისად, ტექნიკის გამართულად მუშაობაზე პასუხისმგებლობას პირდაპირ მწარმოებელი ქარხანა იღებს.

ბილდვეისგან ტექნიკის იჯარის დროს, ამწეს ტორქის ინჟინერთა გუნდი ემსახურება. ტორქის ინჟინრები გადამზადებას პოტაინის საფრანგეთის ქახანაში გადიან და ძირეულად იცნობენ ბრენდის ტექნიკის სპეციფიკას. გუნდი კოშკურა ამწის შერჩევასა და მონტაჟს სიღრმისეულად უდგება. იკვლევს სამშენებლო ტერიტორიას, რელიეფს, მიმდებარე შენობებს, ელექტრო სისტემებს. წინასწარი საინჟინრო აუდიტი მომავალში გაუმართაობის შანსს მინიმუმამდე ამცირებს. დამატებით, მშენებლობის მიმდინარეობისას თვეში ერთხელ ტარდება გეგმური ინსპექცია, რაც ამარტივებს დაზიანებების პრევენციას და საწყის ეტაპზე გამოვლენას.

თუ ტექნიკაზე აღდგენითი სამუშაოებია ჩასატარებელი, ტორქის გუნდი ამასაც უსწრაფესად გაართმევს თავს. ტორქის ამწეების სერვისები ხელმისაწვდომია 24/7 რეჟიმში. ობიექტზე მისასვლელად კი სპეციალისტებს საშუალოდ 2 საათი სჭირდებათ.

ტექნიკურ ხარვეზზე დროულ რეაგირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მშენებლობის პროცესის დროული აღდგენისთვის. გუნდი ამწის შეკეთებას ადგილზევე დაიწყებს (შუაღამეს და უქმე დღესაც კი), განსაკუთრებით რთულ სიტუაციებში კი ტექნიკა აღსადგენად ტორქის აღაიანის ბაზაზე გადადის.

ამწის მწყობრში მოყვანის ვადებს მნიშვნელოვნად ამცირებს ის ფაქტიც, რომ კომპანიას ძირითადი სათადარიგო ნაწილების საწყობი საქართველოში აქვს. დეტალების უცხოეთიდან გამოწერასა და ჩამოსვლის ლოდინზე დრო აღარ იხარჯება. თუ დეტალი შესავლელია, საინჟინრო გუნდი დაზიანების საწყის და შეკეთების შემდგომ მდგომარეობას ყოველთვის აფიქსირებს ფოტოზე.

ტორქის კვალიფიციური ტექნიკური მხარდაჭერა მხოლოდ პოტაინის პროდუქციაზე არ ვრცელდება. გუნდს მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს ბაზარზე არსებულ თითქმის ყველა ბრენდთან. ტორქის მომსახურებით რეგულარულად სარგებლობენ დეველოპერები, რომლებიც ქირაობენ Zoomlion-ის, XCMG-ისა თუ Comansa-ს სისტემებს.

ტორქის მიდგომა გათვლილია მაქსიმალურად შეამციროს დეველოპერის მიერ ამწის ქირაობის რისკები, რათა პარტნიორმა პროექტის მართვაზე ფოკუსირება შეძლოს. ზუსტი დიაგნოსტიკა და პრობლემის სწრაფი აღმოფხვრა სამუშაო პროცესის უწყვეტობის საწინდარია. ტორქის ტექნიკური მხარდაჭერის მთავარი მიზანიც სწორედ ეს არის - მშენებლობა არ უნდა გაჩერდეს!

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები