მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ამწე ჯგუფი" საქართველოში ამწე-კრანების წარმოებას იწყებს

5c742b407003a
მარიამ ადამია
26.02.19 10:10
3742
„ამწე ჯგუფი“ საქართველოში ამწე-კრანების წარმოებას 2019 წლის ბოლოდან დაიწყებს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი შოთა ქობალია აცხადებს, გადაწყვეტილება ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარეობს.

“იქიდან გამომდინარე, რომ ბაზარზე მოთხოვნა დიდია, კომპანია „გრაალთან“ თანამშრომლობის ფარგლებში გაგვიჩნდა ამწეების წარმოების იდეა, რომელიც განკუთვნილი იქნება როგორც - ექსპორტისთვის, ისე ქართული ბაზრისთვის. ჩვენ 3 წელია, რაც სამონტაჟო სექციებს და ანკერებს ვაწარმოებთ, ახლა კი პარალელურად ახალ სეგმენტზე ვიწყებთ მუშაობას“, - აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელმა შოთა ქობალიამ BM.GE-თან საუბრისას.

მისი თქმით, კომპანიას საქართველოს მასშტაბით, განხორციელებული აქვს 40 მსხვილი და 140-ზე მეტი საშუალო და მცირე პროექტი.

„ამწე ჯგუფის“ იმპორტირებული და დამონტაჟებული ამწე-კრანებით შენდება მრავალი საცხოვრებელი კომპლექსი და სავაჭრო ცენტრი თბილისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, მესტიასა და საქართველოს სხვა ქალაქებში. სამომავლოდ კი გაფართოვებაც იგეგმება“, - აღნიშნა ქობალიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები