მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ამხანაგობა "ბიზნეს სახლის" საჩივარი "დაგის" წინააღმდეგ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

5addc4f561283
თამუნა დემეტრაშვილი
23.04.18 15:33
900
ამხანაგობა "ბიზნეს სახლის“ საჩივარი შპს "დაგის“ წინააღმდეგ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მუნიციპალური განვითარების ფონდს საკუთარი გადაწყვეტილების გადასინჯვა და ტენდერში გამარჯვებული "დაგის" ტექნიკური დოკუმენტაციის ხელახალი შეფასება დაევალა. ასეთია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც მან ამხანაგობა "ბიზნეს სახლის“ საჩივარზე მიიღო.

საუბარია "ბიზნეს სახლის“ მშენებლობის 71 მილიონიან ტენდერზე, რომელში გამარჯვებულადაც კომპაია "დაგი" დასახელდა, თუმცა მისმა კონკურენტმა ამხანაგობა "ბიზნეს სახლმა", რომელშიც შპს "ენსისის“ და შპს "კალასი“ არიან გაერთიანებული, ამ გადაწყვეტილების გაუქმება და გამარჯვებულის დისკვალიფიკაცია მოითხოვა. სადაო გახდა "დაგის" გამოცდილებისა და შესრულებული სამუშაოს მოცულობა, ასევე კომპანიის ფინანსური მდგრადობის კომპონენტები. დავების საბჭომ "დაგის" წარმოდგენილი დოკუმენტაციის ორივე მიმართულებით გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა მისი დისკვალიფიკაციის მოთხოვნა არ დაუკმაყოფილებია.

"საბჭო მიიჩნევს, რომ "მუნიციპალური განვითარების ფონდის" სატენდერო კომისიამ დეტალურად უნდა იმსჯელოს მითითებულ გარემოებებზე და მხოლოდ ამის გათვალისიწნებით მიიღოს შესაბამისი განაწყვეტილება", - ნათქვამია დავების საბჭოს დასკვნაში.

რაც შეეხება თავად "ბიზნეს სახლის" პროექტს, ეს იქნება შენობა, სადაც ერთ სივრცეში მოიყრის თავს 600- მდე სახელმწიფო სერვისი, რომლითაც დღეს ბიზნესი სარგებლობს. "ბიზნეს სახლის" მშენებლობის იდეა კი მთავრობამ 2016 წელს გაახმოვანა, სექტემბერში ორთაჭალაში პროექტის პრეზენტაციაც შედგა და კაფსულის ჩადების ცერემონიაც გაიმართა, რაშიც პრემიერ-მინისტრმაც მიიღო მონაწილეობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები