მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ან ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა უნდა მართოს ქვეყანა, ან მამუკა ბახტაძემ"

5b23b657a2acb
მაია ბიწაძე
15.06.18 16:49
654
"შეუძლებელია ორი ადამიანი მართავდეს ქვეყანას, ან ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა უნდა მართოს ის, ან მამუკა ბახტაძემ“ - ამის შესახებ ,,საერთაშორისო სავაჭრო პალატის“ პრეზიდენტმა, ფადი ასლიმ ,,ანალიტიკას“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, თუ მამუკა ბახტაძეს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა ექნება, ის წარმატებით გაართმევს თავს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას.

"პირადად ვიცნობ მამუკა ბახტაძეს, ძალიან კარგი პიროვნებაა. ეს არის ადამიანი ვისაც შეუძლია დეტალებში ჩაწვდომა და ბევრი რამის სწავლა. ვფიქრობ, ფინანსთა მინისტრის პოსტს საკმაოდ კარგად გაართვა თავი და არ მგონია ცუდი პრემიერი დადგეს მისგან. მაგრამ, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ საშუალება მიეცემა ისე მართოს მთავრობა, როგორც თვითონ თვლის სწორედ და არავინ უბრძანებს, როგორ მოიქცეს... " - განაცხადა ფადი ასლიმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები